GBM Gearbox Master / Automatic Transmission Repair

ავტომატური კოლოფების შეკეთება

Written by Admin | Apr 8, 2023 5:21:31 PM

ჩვენთან თქვენ მოგემსახურებათ მრავალ წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტები.

ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი მიმართულე და ეს არის სიჩქარეთა გადაცემის კოლოფი.

აქტუალური კითხვები:

  • უჭირს ან საერთოდ არ იძვრება მანქანა.
  • სიჩქარების როგორ გადართვის ასევე უკან გადმორთვის დროს ჩემი მანქანა ,,აბუქსავებს,, ბიძგები აქვს, ურტყავს.
  • ელ. დარღვევა ,,ჩეკი,, ამინთო მანქანამ და ვეღარ მიდის ან გაჩერდა.
  • ჩემი მანქანა ზეთს უშვებს და ვერ გამიგია საიდან.
  • ნეტა ზეთის დონე როგორია ჩემს მანქანაში.
  • ზეთი რა დროის ინტერვალით ან რა გარბენზე უნდა გამოიცვალოს კოლოფში, და რა ჩავასხა?

 

ამ კითხვებით იწყება ჩვენი ყოველი სამუშაო დღე :)

ჩვენთა მიიღებთ ამ კითხვების ამომწურავ პასუხს და უფრო მეტს.

ჩვენ ვამოწმებთ ვარემონტებთ როგორც ავტომატურ ასევე ვარიატორულ ,,CVT,, და ჰიბრიდის ელექტრო ვარიატორულ ,,CVT,, სიჩქარეთა გადაცემის კოლოფებს.

გ ა რ ა ნ ტ ი თ

ჩვენთან კეთდება ეგრეთ წოდებული კოლოფის ,,ტვინები,, და მასზე არსებული სოლენოიდის სენსორები,

ასევე რემონტდება ჰიდრომუფტები,

ძალიან ბევრი ადამიანი მოდის კოლოფის პრობლემებით და აქვთ იმედი რომ ზეთის შეცვლით მოაგვარებენ ამ პრობლემას 90% პირიქით უარესი ემართება მაგ დროს პრობლემურ კოლოფს და არის ჩივილები რაც ზეთი შევცვალე მის შემდეგ დაიწყო პრობლემები. ჩვენთან თქვენ ნებისმიერ ავტომანქანის ავტომატურ კოლოფში შეგიძლიათ ზეთის შეცვლა და სანამ შევცვლით ჩვენ შევამოწმებთ თქვენს ავტომანქანის კოლოფს რამე პრობლემა აქვს თუ არ აქვს რომ ეს ხარჯები ტყუილად არ იყოს გაწეული მომხმარებლისგან და ახალი პრობლემები არ შეიქმნას.

შემოწმებაში შედის ელ. დიაგნოსტირება და კოლოფის მექანიკური მუშაობაზე დაკვირვება ანუ მანქანით გავლა. არსებული ზეთის დონის და მდგომარეობის შემოწმება.

ჩვენთან ნებისმიერ ავტომანქანაზე ხდება ავტომატური კოლოფის დემონტაჟი და მონტაჟი. ამ მომსახურებას დიდი შრომა ყურადღება და დაკვირვება სჭირდება რადგან არასწორი დემონტაჟის ან მონტაჟის შედეგად სერიოზული პრობლემები იჩენს თავს.